სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2021 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება


სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2021 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ინფორმაციას “ჯაკო”-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ცერემონია ტრადიციულად ერთადერთი სპორტული მედიაკავშირი JAKO-ს საიუბილეო საღამოს, 15 იანვარს, 17:00 საათზე, სასტუმრო ბილტმორში შედგება.

“არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
ტრადიციული დაჯილდოებისგან განსხვავებით, წლევანდელ ცერემონიაზე, სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო სპორტსმენების გამოვლენის გარდა, დააჯილდოვდებიან პარასპორტსმენები და ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს სახელით იასპარეზეს და ქვეყანას არაერთხელ მოუტანეს გამარჯვება.
ღონისძიებას დაესწრებიან: მთავრობის, მერიის, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების, სპორტის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიების მხარდამჭერი და ორგანიზატორი:
ღონისძიების მთავარი სპონსორი, მხარდამჭერი და ორგანიზატორია საინვესტიციო კომპანია Swefland Group.
JAKO-ს შესახებ:
JAKO საქართველოში პირველი და ერთადერთი სპორტული მედია გაერთანებაა, რომელიც 16 წელია ერთგულად ემსახურება სპორტის სფეროს პოპულარიზაციის ღირსეულ მისიას. რადიო მაუწყებლობა 2006 წლის 15 იანვრიდან, FM 96.3 სიხშირეზე დაიწყო, დღეს კი JAKO წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს და აერთიანებს, როგორც ტრადიციულ ასევე ახალ მედია არხებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები