თბილისში ავტომანქანა დაიწვა
თბილისში, სანაპიროზე „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკვე ჩამქრალია.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.