ალეკო ელისაშვილი – სააკაშვილზე: სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი

“მიხეილ სააკაშვილს ისეთი პასაჟები ჰქონდა, მარტო დიეტოლოგებს კი არა, სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი”, – ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მისი შეფასებით, ციხე სააკაშვილზე კარგად ვერ მოქმედებს.

„ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა სააკაშვილმა ჩემზე. გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ მასზე ძალიან მძიმედ მოქმედებს ციხე და ის პერსპექტივა, რომ კარგა ხანს ციხიდან ვერ გამოვა, როგორც ჩანს, ეს მძიმედ მოქმედებს მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ზოგჯერ მეშინოდა კიდეც გულწრფელად, მართლა ჯანმრთელად არის თუ არა ფსიქიკურად, ისეთი პასაჟები ჰქონდა, ვფიქრობდი, რომ მარტო დიეტოლოგებს კი არა, სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი. ამას არ ვამბობ დაცინვით, როგორც ჩანს, ციხე მასზე კარგად ვერ მოქმედებს”, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები