‘’ნაცმოძრაობის’’ მხარდამჭერებმა სახელმწიფო დროშის დღე რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან აქცია-პერფორმანსით აღნიშნეს
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ‘’ნაცმოძრაობის’’მხარდამჭერებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
ისინი ადგილზე საქართველოს დროშებით მივიდნენ და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათი თქმით, სახელმწიფო დროშის შემქმნელი სწორედ მიხეილ სააკაშვილია და მისი პატიმრობა უკანონოა.