ორბელიანების სასახლის ეზოში, დროშის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი აღიმართა

ორბელიანების სასახლის ეზოში, დროშის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი აღიმართა – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და მრჩევლებმა.
‘’სახელმწიფო ჰიმნი კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა. ორბელიანის სასახლეზე გადმოიფინა სახელმწიფო დროშები.”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის,14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები