გოგი მეშველიანი ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

“ეს არის ნიჭისა და შემოქმედების ზეიმი. აქვე აღვნიშნავ, რომ რეგიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხელოვნების ამ დარგის არსებობა, მით უმეტეს, როცა ასეთი შემოქმედებითი დასები გვყავს”, – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, გოგი მეშველიანი თეატრის მოღვაწეებს და, განსაკუთრებით, მის სამაჟორიტარო ოლქში არსებულ თეატრალურ დასებს ქართული თეატრის დღეს ულოცავს.

„ვულოცავ ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღეს! განსაკუთრებით კი, ბოლნისის მუნიციპალური თეატრისა და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასებს!

თეატრი არის ვიზუალური ხელოვნება, სადაც მსახიობები სცენური პერსონაჟებით გვამოგზაურებენ ადამიანთა სამყაროში. ეს არის ნიჭისა და შემოქმედების ზეიმი. აქვე აღვნიშნავ, რომ რეგიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხელოვნების ამ დარგის არსებობა, მით უმეტეს, როცა ასეთი შემოქმედებითი დასები გვყავს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული თეატრის დღეს, გისურვებთ მეტ სპექტაკლს და მაყურებლის გულწრფელ ემოციას“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები