სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, მას პრეზიდენტის მხრიდან ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონზე ვეტოს დადების მოლოდინი ჰქონდა.
როგორც მან “ფორმულას” ეთერში საუბრისას აღნიშნა, კითხვა – თუ რა გახდა ვეტოს გამოუყენებლობის მიზეზი, პრეზიდენტს უნდა დაუსვან.
“ვეტოს გამოყენების მოლოდინი არსებობდა. ეს მოლოდინი კი მისმა მწვავე განცხადებამ გააჩინა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას. ალბათ, მას უნდა ვკითხოთ რა გახდა ვეტოს გამოუყენებლობის მიზეზი”, – განაცხადა თოლორაიამ.