გია ვოლსკი: სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი, თითქოს, რეალობას არ უნდა, თვალი გაუსწოროს

„საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე არავინ საუბრობს – პოლიტიკური განცხადებები ვიხილეთ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, სააკაშვილს რეალობისთვის თვალის გასწორება არ უნდა.

„საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე არავინ საუბრობს და პოლიტიკური განცხადებები ვიხილეთ. დაზუსტებით შეიძლება, ითქვას, ეს არის არშემდგარი შეთქმულება და გარკვეული განცხადებების გაკეთება იმისთვის, რომ იქნებდა ისევ დაბრუნდეს ეს პროცესი დესტაბილიზაციის საერთო გეგმაში, რომელსაც სააკაშვილი მისდევდა, როცა კვეთდა საზღვარს. ჯერ დააჯერეს, რომ გადმოკვეთდა საზღვარს და მის გარშემო მთელი საქართველო გაერთიანდებოდა რევოლუციისთვის, შემდეგ დააჯერეს, რომ აღშფოთებული ხალხი გამოაცხადებდა დაუმორჩილებლობას და გამოიხსნიდა საკნიდან, შემდეგ დააჯერეს ან დაიჯერა ის, რომ არჩევნებში გამარჯვებული “ნაცმოძრაობაა”. ეს ინდიკატორად შეიძლება, მივიღოთ, რა მდგომარეობაშია პიროვნულად, რეალობისა და ფანტაზიების ერთმანეთთან დაპირისპირებაში რა შეიძლება, წარმოთქვას ადამიანმა, როცა კონკრეტული დანაშაულებისთვის ასამართლებენ და ეს არის მინიმუმი იმ დანაშაულებიდან, რაც მან ჩაიდინა. სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი, თითქოსდა რეალობას არ უნდა, თვალი გაუსწოროს, თავად „ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტები ცდილობენ, ამ ბოდვაში გაამართლონ სააკაშვილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები