შალვა პაპუაშვილი ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სპორტის საპატიო ოსტატის, ქართველი ხელბურთელის და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო.

ჯანო ბაგრატიონმა ცხოვრება ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო მისიას – თაობებს აღზრდას მიუძღვნა, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული სპორტისთვის, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ყველასთვის, ვისაც ბატონ ჯანოსთან პირადი და საქმიანი ურთიერთობის პატივი ხვდა წილად.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ჯანო ბაგრატიონის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის სამძიმრის წერილში.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების საპატიო პრეზიდენტი, ჯანო ბაგრატიონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები