მიხეილ სააკაშვილი: მე თვითონაც არ ვიცნობ ჩემს თანამზრახველებს
“ხომ ხედავთ, მე თვითონაც არ ვიცნობ ჩემს თანამზრახველებს, რეალურად, ცხოვრებაში არც გამიგია, ვინ არის გიორგი ნარიმანიძე, წოწორიებიც ვიცი ტელევიზორიდან”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე მინდა, ვუთხრა მათ, ჯერ ერთი, დიდი მადლობა იმისთვის, რომ არიან წესიერი, მშრომელი, ქართველი ადამიანები და ბოდიში მინდა, მოვუხადო მათ, რომ ჩემ გამო რამდენიმე თვე, ამ ძალიან წესიერ ხალხს, რომელიც უბრალოდ თავს შრომით ირჩენს, ყოველდღიურ პურს მოიპოვებს, დააკარგვინეს ეს დრო. მე თავიდანვე მოვუწოდე მათ, რომ ყველაფერი, რასაც ეტყოდნენ დაეწერათ იმიტომ, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მე მინდა, კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო, რომ ჩემ გამო ადამიანები დაიჩაგრნენ. მე ყველაზე უკანასკნელი, რაც მინდოდა, ყოფილიყო ის, მე ჩემს თავზე რასაც ვიღებ, ეს მე ვიღებ, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ რაღაცნაირად დაჩაგრული. ნარიმანიძე გიორგი, ასევე, აი, ხომ ხედავთ, მე თვითონაც არ ვიცნობ ჩემს თანამზრახველებს, რეალურად, არც გამიგია, ვინ არის გიორგი ნარიმანიძე, წოწორიებიც ვიცი ტელევიზიიდან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.