სააკაშვილის საქმეზე მომზადებული დასკვნის გამო, სახელმწიფო ინსპექტორს პენიტენციური სამსახური უჩივის

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მომზადებული დასკვნის გამო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სასამართლოში პენიტენციური სამსახური უჩივის. საქმე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამართალდამრღვევად ცნობასა და 2 000-ლარიან ჯარიმას ეხება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლის, ჯონი ჩონიაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ დააკმაყოფილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სარჩელი, გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

„გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გადაწყვეტილება არის ერთი, ერთიანად იქნა გამოტანილი ორივე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში და გადაწყვეტილება არის დასაბუთებული, იმედს ვიტოვებთ, რომ გადაწყვეტილება მოცემულ შემთხვევაში დარჩება ძალაში. იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება ზემდგომ ინსტაციაში. დაველოდოთ დღევანდელ, სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ დღესაც სასამართლომ დააკმაყოფილა სპეციალური პენიტენციურის სამსახურის სარჩელი, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც გასაჩივრდება“, – განაცხდა ჯონი ჩონიაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები