მიხეილ სააკაშვილი – მოსამართლეს: თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი
“თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი”, – ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სააკაშვილს მოუწოდა, სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში მყოფი საზოგადოებისკენ კი არა, მის მხარეს მიტრიალებულიყო.
სააკაშვილის თქმით, თავად გადაწყვეტს, თუ ვის მიმართოს.
„მე გადავწყვეტ, ვის მივმართო, მივმართავ ქართველ ხალხს, თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს. არ ვაპირებ, ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. ვაპირებ, შევხედო თვალებში ქართველ ხალხს“, – მიმართა ექსპრეზიდენტმა მოსამართლეს.