ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში უფასო იურიდიული დახმარების ეფექტიანობის გაზრდაზე იმსჯელეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მოქალაქეთა უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის შესახებ იმსჯელეს.
„სამუშაო შეხვედრაზე გაანალიზებული იყო ეფექტიანობის თვალსაზრისით ამ სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების პერსპექტივები”, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
შეხვედრას იურიდიული დახმარების სამსახურის, ასევე სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.