მიხეილ სარჯველაძე: საქართველო მზადაა იმისთვის, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, რაც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო მზადაა, ნატო-ს წევრი გახდეს.
მისივე თქმით, აღნიშნული რუსეთის გაღიზიანებას იწვევს, რისი უფლებაც მას არ აქვს.
“რუსეთის გააქტიურება გამოწვეულია იმით, რომ საქართველო გაცილებით ახლოა, მათ შორის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან, ვიდრე ეს იყო, მაგალითად, წინა წლებში. ეს პროგრესი სახეზეა და რუსეთიც აღიქვამს, რომ რეალურად საქართველო მზადაა საიმისოდ, გახდეს ნატო-ს წევრი. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამის კვალდაკვალ ეს იწვევს რუსეთის გაღიზიანებას, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის უფლება არ აქვს, რომ გამოხატოს თუნდაც ის პოზიციები, რომლებსაც გამოხატავს. შესაბამისად, ამ კონტექსტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა“, – განაცხადა სარჯველაძემ.