გიორგი ხელაშვილი: როგორც ჩანს, “ნაცმოძრაობაში” ორთაბრძოლა ნიკა მელიას გაწირვით დასრულდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.

“ნიკა მელია ყოველთვის იყო პარტიის ნომინალური ლიდერი, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეულ ეტაპზე მან გადაწყვიტა, რეალური ძალაუფლება აეღო ხელში, რაც არ შედიოდა პარტიის ბელადის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში. როგორც ჩანს, ეს ორთაბრძოლა პარტიის შიგნით დასრულდა ნიკა მელიას გაწირვით. ერთი შეხედვით, შეიქმნა ორხელისუფლებიანობა, მაგრამ ნიკა მელია, როგორც ურჩი ფეოდალი, გუშინდელი დღიდან უკვე პოლიტიკური ისტორიაა“, – განაცხადა ხელაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ შეცვლა. პარტიის გენერალური მდივნის პოზიცია პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება ზაალ უდუმაშვილი და ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ნიკა მელია შეითავსებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები