ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანლის, ჰანს კლუგეს განცხადებით, იანვრის პირველ კვირაში ევროპაში COVID-19-ის 7 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე თქვა.
“10 იანვრის მდგომარეობით, 26 ქვეყანა იტყობინება, რომ მათი მოსახლეობის 1%-ზე მეტი ინფიცირდება ყოველ კვირას. ამასთან, სიკვდილიანობის მაჩვენებლები სტაბილური რჩება და კვლავაც ყველაზე მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი დონეა“, – თქვა მან.
კლუგეს თქმით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყნიდან 50-მა დააფიქსირა “ომიკრონის” შტამის შემთხვევები.
”ის სწრაფად ხდება დომინანტური ვირუსი დასავლეთ ევროპაში და ახლა ვრცელდება ბალკანეთში,” – განმარტა მან. ესპერტის თქმით, ამ ტემპით, ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასების ინსტიტუტი (IHME) პროგნოზირებს, რომ რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი “ომიკრონით” მომდევნო 6-8 კვირაში დაინფიცირდება. „ბოლო კვირების განმავლობაში შეგროვებული მონაცემები ადასტურებს, რომ ‘ომიკრონს” აქვს მაღალი პროლიფერაციის პოტენციალი, რადგან მასში არსებული მუტაციები საშუალებას აძლევს მას უფრო ადვილად მიეკროს ადამიანის უჯრედებს და შეუძლია დააინფიციროს ისინიც კი, ვინც ადრე იყო ინფიცირებული ან ვაქცინირებული,“ – აღნიშნა კლუგემ.