თამარ გაბუნია: “ომიკრონის” ცირკულაცია მზარდია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის – “ომიკრონის” შემთხვევების ზრდა მობილობის მატებას უკავშირდება.
მისივე თქმით, “ომიკრონის” შტამით ინფიცირებული პაციენტების დიდი ნაწილი ბინაზე მკურნალობს.
“ომიკრონის” ცირკულაცია მზარდია. დღეს შემთხვევების რაოდენობა მაღალია, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია საახალწლო დღეებში მობილობის მატებით. მსუბუქი მიმდინარეობისაა. პაციენტების დიდი ნაწილი ბინაზე რჩება, მათ აქვთ მსუბუქი სიმპტომები და მდგომარეობის მართვა მარტივად შეუძლიათ”, – აღნიშნა გაბუნიამ.
ცნობისთვის, საქართველოში “ომიკრონის” 951 შემთხვევაა დადასტურებული.