კახა კალაძე: დიდია რეზო ამაშუკელის წვლილი ქართული ლიტერატურის განვითარებაში

თბილისის მერი, კახა კალაძე პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. თბილისის მერის თქმით, რეზო ამაშუკელის წვლილი ქართული ლიტერატურის განვითარებაში დიდია.

„ვწუხვარ ცნობილი ქართველი პოეტის, თბილისის საპატიო მოქალაქის, რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო. ბატონი რეზო არის არაერთი პოეტური კრებულის ავტორი. დიდია მისი წვლილი ქართული ლიტერატურის განვითარებაში. ვიზიარებ რეზო ამაშუკელის ოჯახის წევრების, მეგობრების, ქართული კულტურის წარმომადგენელთა წუხილს,“ – აღნიშნულია კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები