პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტის გენერალური რეპეტიცია გაიმართა
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია საახალწლო გალაკონცერტის – „გვიყვარდეს ერთმანეთი“ გენერალურ რეპეტიციას დაესწრო. კონცერტი 31 დეკემბერს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ღონისძიების მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. პროექტის განხორციელებაში ჩართულია 300-ზე მეტი ადამიანი.
„მოგეხსენებათ, შარშან, პანდემიის გამო, მხოლოდ სატელევიზიო ფორმატი გვქონდა, ამიტომ, ძალიან სასიხარულოა, რომ წელს, მართლაც საჯარო ღონისძიება იქნება რესპუბლიკის მოედანზე. გალაკონცერტზე ქართველი შემსრულებლების მიერ წარმოდგენილი იქნება ყველასთვის საყვარელი ჰიტების გაორკესტრებული, ახლებური ვერსიები“, – განაცხადა ბასილაიამ.
კონცერტს 5 წამყვანი ეყოლება: ნიკა წულუკიძე, ნანიკო ხაზარაძე, აპოლონ კუბლაშვილი, მარიამ ჯოლოგუა და ლიზა წიკლაური, ღონისძიების მთავარი დირიჟორი კი ნიკა ნიკვაშვილი იქნება.
პროექტში მონაწილეობენ სამების საკათედრო გუნდი, ანსამბლი „ბასიანი“, ანსამბლი „ქართული ხმები“, ანსამბლი „ჰერიო“, ანსამბლი „ალილო“, „თეატრალურის კვარტეტი“, ანსამბლი „ფორტე“, მომღერალ გოგონათა ჯგუფი, ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, The Quintessence, Georgian Six, ახალგაზრდული კაპელა, ბიჭუნათა გუნდი, ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ანრი ჯოხაძე, გიორგი მეფისაშვილი, „რანინას“ მომღერლები, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, არჩილ ნიჟარაძე, ბადრი ჩიხიაშვილი, თიკა მახალდიანი, დათუნა სირბილაძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ნათია დუმბაძე, მიხეილ სულუხია, ნინო ძოწენიძე, სოფო გელოვანი, ნათია პერანიძე, მიშო ჯავახიშვილი, სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ანი კეკუა, მანანა თოდაძე, აჩი მეფარიძე და ნატო გელაშვილი.
კონცერტის მონაწილეები სპეციალურად ამ დღისთვის ქართველი დიზაინერების სამოსით იქნებიან წარმოდგენილი, რაც ხელს შეუწყობს ქართული მოდის ინდუსტრიის პოპულარიზაციას.
პროექტის ხელმძღვანელია ნინო ნოდია, კონცეფციის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია ქეთი გაბისიანი, ხოლო სცენის დეკორაციის ესკიზი მხატვარ თამარ ფოცხიშვილს ეკუთვნის.