„სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში არსებულ სახელმწიფო ქონების შემძენ პირთა ჩამონათვალს საზოგადოებრივი მაუწყებელი დაემატება
პარლამენტმა 79 ხმით „სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხსენებლის, ეკა სეფაშვილის განმარტებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში არსებულ სახელმწიფო ქონების შემძენ პირთა ჩამონათვალს ემატება საზოგადოებრივი მაუწყებელი.
“თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩის N31-ში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა შენდება. კანონში ცვლილების განხორციელებამდე აღნიშნული ქონება, მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ სარგებლობის უფლებით ქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაცემული. განხორციელებული ცვლილებით კი შესაძლებელი გახდება აღნიშნული ფართი მთლიანად განკარგვის უფლებით გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რითაც მოხდება მისი დამოუკიდებლობის რეალური უზრუნველყოფა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.