ირაკლი კობახიძე: შალვა პაპუაშვილი პარლამენტის გამორჩეულად ღირსეული თავმჯდომარე იქნება

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე იქნება.

„დეპუტატებმა, მათ შორის – ოპოზიციონერებმაც კარგად იციან, როგორ შეუძლია შალვა პაპუაშვილს, პროცესებს გაუძღვეს. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მათმა ნაწილმაც დაუჭირა მხარი შალვა პაპუაშვილს. ამის საუკეთესო მაგალითი იყო საარჩევნო რეფორმა, რომელიც, მისი ხელმძღვანელობით, ლევან იოსელიანთან ერთად წარიმართა. ესაა მაგალითი, რომელიც აჩვენებს, რომ სწორი მუშაობის პირობებში, თურმე, შესაძლებელია საერთო გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, ეს იქნება შალვას სულისკვეთება მომდევნო 3 წლის განმავლობაში, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობისას. ვულოცავ შალვა პაპუაშვილს. ის პარლამენტის გამორჩეულად ღირსეული თავმჯდომარე იქნება მომდევნო 3 წლის განმავლობაში და იმედი მაქვს, კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები