ნიკა მელია გიგა ბოკერიაზე – თუ ეს მართლა მას აქვს ნათქვამი უსინდისოა
,,ვინ იგულისხმა ლიდერში? ესე თქვა? თუ თქვა უსინდისოა, ეს ადამიანიც უსინდისოა, პირდაპირ გადაეცით უსინდისოა, თუ ეს თქვა მანდ უსინდისოა, უსინდისო,’’ – ასე უპასუხა ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში დიანა ტრაპაიძის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც გიგა ბოკერიას მიერ ნიკა მელიას მისამართით გაკეთებულ კომენტარს შეეხებოდა.
როგორც ჟურნალისტმა მელიას განუმარტა, ბოკერიამ თქვა, რომ ლიდერმა შიმშილობით ლიდერობა გაიხანგრძლივა, აღნიშნულ ლიდერში კი მელია იგულისხმებოდა, რამაც “ენმ”-ის თავმჯდომარის გაღიზიანება გამოიწვია.
,,სადმე რომ მექნება შესაძლებლობა, ნამდვილად უნდა მოისმინოს, თუ ეს მართლა მას აქვს ნათქვამი. გეთქვათ პირდაპირ სახელი და გვარი დაგესახელებინათ, თუ მან ესე თქვა, მორჩა გათავდა. ადამიანები ცდილობენ ნიშიც მოძებნას, ოღონდაც რაღაცა ეთერი მოხვდნენ – ეთერში მოხვედრას ცდილობენ,” – განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში.