გია ვოლსკი: გაუგებარია ის გარემოება, რომ მარგველაშვილი პუტინის პატიმრად ასახელებს სააკაშვილს

“მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის პერიოდში არც ერთი ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რაც უპირისპირდებოდა რუსეთის ინტერესებს კავკასიაში და საქართველოში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„გაუგებარია თუნდაც ის გარემოება, რომ მარგველაშვილი პუტინის პატიმრად ასახელებს სააკაშვილს, როდესაც სააკაშვილს პრეზიდენტობის პერიოდში არც ერთი ისეთი ნაბიჯი ისეთი არ გადაუდგამს, რაც უპირისპირდებოდა რუსეთის ინტერესებს კავკასიაში და საქართველოში. უამრავი კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რატომ მოაწერა ხელი სააკაშვილის დელეგაციამ აღიარებას, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო. მარგველაშვილი მიზანი არ ვიცი რა არის, შესაძლოა, საკუთარი თავის აქტუალიზაცია. ვერ გაიგებ რა უნდა ამასთან დაკავშირებით, მისი არგუმენტი უსაფუძვლოა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები