მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი: თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე

“თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე”,- ასე გამოეხმაურა მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილთან ვიზიტებისთვის შესვლის დრო იზღუდება.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება მისთვის ახალია და გაუგებარი.

„არ ვიცი, ასეთი შეზღუდვების მიღების უფლება რამდენად აქვს გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციას. თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ, რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინდოდა. არ მქონდა შეზღუდული საათები. რუსთავის ციხეში ნამდვილად არ მქონდა შეზღუდვები, მაგრამ გლდანის ციხეში კი, ერთი-ორჯერ არ შეგვიშვეს. ეს კი, სრულიად ახალი რაღაც არის”, – აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

ცნობისთვის, გორის ჰოსპიტლის დირექტორი მალხაზ ურთქმელიძე აცხადებს, რომ ჰოსპიტალში ვიზიტორების შესვლა 16:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, შეზღუდვა შეეხება შაბათ-კვირის დღეებსაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები