დავით სერგეენკო სააკაშვილზე: ნუ თრგუნავენ ექიმებს და მისცენ საშუალება, ჩამოაყალიბონ პაციენტისთვის საუკეთესო გამოსავალი ადგილზე იქნება თუ სხვაგან სადმე
“შეძლებისდაგვარად თვალყურს ვადევნებ ინფორმაციას, რაც ჩემი კოლეგებისგან, მისი მკურნალი ექიმებისა და კონსილიუმისგან არის, რომლებიც ხაზს უსვამენ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და აღარ არის რაღაც განსაკუთრებული რისკები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, ექიმებს ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების საშუალება უნდა მიეცეთ.
„მე შეძლებისდაგვარად თვალყურს ვადევნებ ინფორმაციას, რაც ჩემი კოლეგებისგან, მისი მკურნალი ექიმებისა და კონსილიუმისგან არის, რომლებიც ხაზს უსვამენ იმას, რომ სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და აღარ არის რაღაც განსაკუთრებული რისკები. მე ისევ იმ სურვილს დავიტოვებდი და გავაჟღერებდი, რომ ადვოკატები და პოლიტიკოსები კი არ აქტიურობდნენ კლინიკურ საკითხებში, არამედ ნუ თრგუნავენ ექიმებს და მისცენ საშუალება, რომ ჩამოაყალიბონ ამ პაციენტისთვის და ნებისმიერი სხვა პაციენტისთვის საუკეთესო გამოსავალი ადგილზე იქნება თუ სადმე სხვაგან. წარმოიდგინეთ, რომ ექიმებმა გააკეთონ კოლექტიური განცხადება და წერილი გამოაქვეყნონ, რომ სისხლის სამართლის თუ სამოქალაქო კოდექსში ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმა ჯობია, მისცენ ექიმებს მუშაობის საშუალება, რომ მათ მიიღონ სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილება“, – განაცხადა სერგეენკომ.