გია ვოლსკი: სააკაშვილის ადვოკატებმა ეტყობა არ იციან, რას ნიშნავს სიტყვა „წამება“
“მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ეტყობა არ იციან, რას ნიშნავს სიტყვა“ წამება“ და რამდენი მაგალითი შეიძლება მოვუყვანოთ იმის, თუ რა არის წამება”,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებას იმას დაკავშირებით, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის წამება გრძელდება.
მისივე თქმით, მაშინ როცა კონსილიუმი, მათ შორის, სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმი აცხადებს, რომ სააკაშვილი ჯანმრთელია, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა უნდა მოხდეს.
„სააკაშვილის ადვოკატებმა ეტყობა არ იციან, რას ნიშნავს სიტყვა – წამება და რამდენი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ იმისა თუ რა არის წამება, განსაკუთრებით პატიმრების მიმართ ასეთი მხეცური, სადისტური დამოკიდებულება, რომელსაც ადგილი ჰქონდა განზრახ, სახელმწიფო პოლიტიკაში, რომელსაც სააკაშვილი ატარებდა. როდესაც კონსილიუმი, მათ შორის, სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული კონსილიუმი აცხადებს, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, რასაკვირველია, ის უნდა დაბრუნდეს საპატიმროში. ის შეიძლება სტრესის მდგომარეობაში ჩავარდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს”,- განაცხადა ვოლსკიმ.