საქართველოში კორონავირუსით კიდევ 63 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 676 პირს დაუდასტურდა, 2 966 პაციენტი გამოჯანმრთელდა.