გია ვოლსკი: რა პოლიტიკურ მორატორიუმზეა ლაპარაკი ადამიანის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა
“არ უნდა ვიმსჯელოთ იმ ბოდვის მსგავსი განცხადებებიდან, რომელიც მარგველაშვილმა გააკეთა. რა პოლიტიკურ მორატორიუმზეა ლაპარაკი ადამიანის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების ფორმატები მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაინგრა.
“ვფიქრობ, ასეთი სახის განცხადება არათუ უსაფუძვლოა, არამედ გარკვეულ უარყოფით პოლიტიკურ ნიშანსაც ატარებს, რადგან სააკაშვილის დროს დაინგრა მოლაპარაკების ფორმატები, რომლებსაც ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები რამდენიმე წლის განმავლობაში ინტენსიურად აშენებდნენ, რაც აბსოლუტურად პუტინის ინტერესებში შედიოდა. დესტაბილიზაცია, რომლითაც გვემუქრებიან საქართველოში განახორციელონ, სწორედ რუსეთის ფედერაციის გეგმაა. აქედან გამომდინარე, არ უნდა ვიმსჯელოთ იმ ბოდვის მსგავსი განცხადებებიდან, რომელიც მარგველაშვილმა გააკეთა. რა პოლიტიკურ მორატორიუმზეა ლაპარაკი, ადამიანის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და ეს არ არის საქართველოში შემოღებული რაღაც წესი”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, პოლიტიკური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.