„მინდა, რაც შეიძლება ბევრი შედევრი შევქმნა საქართველოზე“ – ხელოვანი, ბერძნული გამოცდილებით, სანთელზე გამოსახული აკროპოლი, ფერადი ნაძვის ხის სანთლები და დაუვიწყარი „მზე და მთვარე“

„Შეხვდით ახალ წელს ჩვენს ლამაზ სანთლებთან ერთად“ – ასეთ  წარწერას ნახავთ – „MYcandles.ge დეკორატიული სანთლების“ გვერდზე, სადაც უამრავი სხვადასხვანაირი სანთელი შეგხვდებათ. მათი ავტორი, ხელოვანი რამინ ნოზაძე ამბობს, რომ ერთხანს საბერძნეთში სანთლის საწარმოში მუშაობდა, სადაც სანთლის დამზადება შეისწავლა, სანთლისთვის საჭირო დოზებიც, რომ წვის საუკეთესო ხარისხის მისაღებად, უსაფრთხოებაც დაცული იყოს.
მას ბავშვობიდან მქონდა მხატრული ნიჭი, რაც დაეხმარა ამ საქმიანობაში. ქმნის ბევრ ისეთ დეკორატიულ ნამუშევარს, რომელიც ქართულ კულტურას  უკავშირდება. ამბობს, რომ საქართველოს მომავალშიც ბევრ შედევრს მიუძღვნის.
საახალწლოდ მომხმარებელს ახალ საინტერესო პროდუქციას სთავაზობს, სანთლის ნაძვის ხეები და სხვა საახალწლო დეკორაციები კი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

– დავიბადე თბილისში ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. 8-9 წლის ვიქნებოდი, როცა დედა  საბერძნეთში წავიდა. მე ბებოსთან  ვიზრდებოდი.  სახლში სულ ვხატავდი. მიტაცებდა ეს სფერო. რადგან ჩემს ბავშვობაში ძალიან გაჭირვება იყო და ბევრი რამ ხელმისაწვდომი არ იყო.  ვცდილობდი, სურათიდან მისი მსგავსის დახატვას. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა აღარ გამიგრძელებია. დედასთან წავედი,  რადგან ჩემები -ყველანი – დედა მამა და ჩემი დები – უკვე  იქ იყვნენ,
– საბერძნეთში იყავით.  სანთლების დამზადებაც იქიდან დაიწყეთ…
საბერძნეთში სანთლების საწარმოში შემთხვევით მოვხვდი. ძალიან კარგად შევისწავლე.  ძალიან შემიყვარდა ჩემი საქმე. ბერძნებს ძალიან უყვართ სანთელი, თითქმის ყველა კაფეში ანთია საღამოობით.
– როგორ შეიქმნა აკროპოლის სანთელი? ამბობთ, რომ  ეს სანთელი ერთადერთია, ანალოგი არ არსებობს, მე თვითონ გამოვთალე იმ ქვეყნის საპატივცემულოდ, სადაც სანთლის დამზადება შევისწავლეო…
– საბერძნეთში 12 წელი გავატარე. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო. ბევრი რამ ვისწავლე მათგან. ჩემს მეორე სამშობლოდ ვთვლი. სანთელზე აკროპოლი გამოვსახე დიდი პატივისცემის ნიშნად. რადგან რომ არა ეს ქვეყანა, ვერ მივიღებდი  ამ გამოცდილებას.
MYcandles.ge დეკორატიული სანთლები  – თქვენს გვერდზე უამრავი ლამაზი სანთელია –  დეკორატიული ვარდის სურნელოვანი სანთლები, ბურთოვანი სანთლები, სადღესასწაულო სანთლები, ნოტებზე ჩამოსხმული სანთელი, ხის ფორმის სანთელი, გულის ფორმის სანთელი,  პირამიდა… თქვენ რომლის დამზადება გიყვართ ყველაზე მეტად?
– ჩემთვის ყველა  ნამუშევარი  საყვარელია. როდესაც ღამეებს სანთლის დამზადებაში ათევ და ეს მომხმარებელს აღაფრთოვანებს, ეს არის  ყველაზე დიდი ბედნიერება.
– სანთლის „მზე და მთვარე“ – არაჩვეულებრივად ლამაზია ეს სანთელი…მისი შექმნის ამბავი..
– ზაფხულის მთვარიანი ღამე იყო. ჩემთვის ცას გავყურებდი… უცებ წარმოსახვით დავინახე ეს სურათი. იმ წუთას შევუდექი ჩემი ჩანაფიქრის განხორციელებას. მზე და მთვარე ძალიან მოსწონს მომხმარებელს. დღესდღეობით გაყიდვებში ლიდერია.

– „საქართველო ვაზის ფესვია“, „ქვევრი და ყანწი ქართველის ფესვია“… სანთელზე ამოტვიფრული ვაზი… – როგორ იქმნება ქართულ კულტურასთან დაკავშირებული დეკორატიული ნამუშევრები?
– მინდა, რაც შეიძლება ბევრი შედევრი შევქმნა საქართველოზე. პირველი რაც იყო, ვაზი და ქვევრი წარმომიდგა თვალწინ. შემდეგ – სვანური კოშკი. ნელ-ნელა კიდევ შევმატებ  ჩვენს ღირსშესანიშნაობებს ჩემს კოლექციას.
ოჯახი, მეუღლე  – თამარ კანკაძე გეხმარებათ თქვენს საქმიანობაში…
– მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. მეუღლე საბერძნეთში გავიცანი. როდესაც პატარა გოგო სკოლაში წასასვლელი გახდა, გადავწყვიტეთ, დავბრუნებოდით ჩვენს ფესვებს ახალი იდეებით. მადლობა უფალს, დიდი შრომის შემდეგ შედეგიც მოვიდა. ამჟამად მე და მეუღლე ვამზადებთ  მხოლოდ.
– ახალი წელი მოდის, როგორ ხვდებით ახალ წელს?
– საახალწლოდ მომხმარებელს ბევრი ახალი პროდუქცია შევთავაზეთ, თუმცა კიდევ ბევრი შეგვიძლია და ბევრი გეგმაც გვაქვს განსახორციელებელი. არ მოვაწყენთ ჩვენს მომხმარებელს.
წინ ბევრი საინტერესო თემატიკა გველის: სიყვარულის დღესთან დაკავშირებით უამრავი ლამაზი სასიყვარულო სანთელი გვექნება წარმოდგენილი, შემდეგ – სარვამარტოდ, სააღდგომოდ და ა.შ.
მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს გენებით მოგვდევს. ჩემთვის მიმართულება არავის მოუცია და პაპის კვალს დავადექი, პაპაჩემი მთავარი მხატვარი იყო ჭაღების საამქროში, ასევე ქმნიდა პირველად ყალიბებს და შემდგომ უშვებდნენ სერიულად.
R

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები