ზაალ უდუმაშვილი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ბოლოდროინდელი ამბების გამო ისჯება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდებოდა
“პირდაპირ აბრა ხომ არ უნდა გამოვაკრათ, რომ ქვეყანაში დამყარებულია დიქტატურა? უბრალოდ ბერკეტი არ აქვთ, თორემ დარწმუნებული ვარ, სახალხო დამცველის აპარატსაც გააუქმებდნენ”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ,ბოლოდროინდელი ამბების გამო ისჯება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდებოდა.
„მაკონტროლებელი „ქართულ ოცნებას” არ უნდა, პირდაპირ აბრა ხომ არ უნდა გამოვაკრათ, რომ დამყარებულია დიქტატურა? უბრალოდ ბერკეტი არ აქვთ, თორემ დარწმუნებული ვარ სახალხო დამცველის აპარატსაც გააუქმებდნენ. ეს ის სახელმწიფო უწყებებია, რომელიც ყელში ეჩხირებათ “ოცნების” წარმომადგენლებს. ვფიქრობ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ბოლოდროინდელი ამბების გამო ისჯება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდებოდა”, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება და ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.