ირაკლი კობახიძე – კახა კუჭავაზე: ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმ ამოცანების შესასრულებლად, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან

“პირველ რიგში, მე ვარ სუბიექტური როგორც კახა კუჭავას, ისე – შალვა პაპაუშვილის მიმართ – ორივესთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. აქედან გამომდინარე, სუბიექტური ვარ, მაგრამ ვიტყვი, რომ კახა იყო  პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, როცა ის ძალიან რთულ ვითარებაში უძღებოდა პარლამენტის საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, რომ შალვაც ღირსეული თავმჯდომარე იქნება”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკა“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანს აქვს თავისი პრიორიტეტები და კახა კუჭავამაც სწორედ ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება.

„რა თქმა უნდა, კახა არის ჩვენი გუნდის წევრი, ერთ-ერთი ლიდერი. ის რჩება პოლიტსაბჭოში და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმ ამოცანების შესასრულებლად, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები