ელენე გიორგაძე – “ნაცმოძრაობის” ოფისთან მოშიმშილეებზე: ზოგიერთ ადამიანთან გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან არის სხვა დაავადებები

“ზოგიერთ ადამიანთან გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან არის სხვა დაავადებები. შეიძლება, დადგეს მომენტი, როდესაც ექიმები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა”, – ამის შესახებ ექიმმა, ელენე გიორგაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან მოშიმშილეების მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის ოფისთან სასწრაფო დახმარების ბრიგადების მორიგეობა, ამ ეტაპზე, საჭირო არ არის.

“ზოგიერთ ადამიანთან გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან არის სხვა დაავადებები. შეიძლება, დადგეს მომენტი, როდესაც ექიმები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. აქ ჰყავთ ექიმები და პაციენტები ყურადღების ქვეშ არიან, მათთან ერთად შევიმუშავეთ რეკომენდაციები. უნდა მივაწოდოთ ვიტამინები და მინერალები. მით უმეტეს, ზამთარია და მათ იმუნური სისტემა დასუსტებული აქვთ. სამ დღეში ერთხელ მოვალთ.

ორ ადამიანზე ვფიქრობთ, რომ სასურველია,დღესვე შეწყვიტონ შიმშილი, მაგრამ ორივესგან უარი მივიღეთ. როგორც კი ნახავენ, რომ თავს უარესად იგრძნობენ, თავადაც იციან, რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტონ. კიდევ 5 ადამიანზე მოხდება დაკვირვება და დრო გვიჩვენებს, საჭირო იქნება თუ არა, რომ შიმშილობა შეწყვიტონ.

გადაუდებელი ბრიგადის მორიგეობა საჭირო, ჯერჯერობით, არ არის. ერთი კვირა ჯერ კიდევ გვაქვს, რომ შიმშილის დრო გავიდეს. სადაც ვთვლით, რომ რისკია, ერთ კვირაში გაკეთდება ანალიზები”, – განაცხადა ელენე გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები