პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების შესახებ იმსჯელეს

პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ადმინისტრაციის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ როგორც დევნილი, ასევე ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის მიმდინარე წელს გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ საკითხი განიხილეს.

მოისმინეს ასევე ინფორმაცია არსებული პრობლემებისა და მათი მოგვარებისთვის საჭირო ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ადმინისტრაციის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი თამაზ ბესტაევი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები