ირაკლი კობახიძე: განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე პარლამენტს გიორგი ამილახვარის კანდიდატურა წარედგინება

“განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს გიორგი ამილახვარის კანდიდატურა წარედგინება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამილახვარი ამ პოზიციაზე უალტერნატივო კანდიდატურაა.

„გიორგი დღემდე იკავებდა ამ კომიტეტში პირველი მოადგილის თანამდებობას, მას აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქმიანობის ძალიან ფართო გამოცდილება, შესაბამისად, ჩვენი აზრით, ეს არის უალტერნატივო კანდიდატურა და მას წარმატებებს ვუსურვებ.
პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების შესახებ. პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება ჩვენი პოლიტიკური გუნდის 2 წევრი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები