ზახაროვა: საქართველოსთვის “3+3” პლატფორმის კარი ყოველთვის ღიაა

სამხრეთ კავკასიის რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის – “3+3”-ის ყველა მონაწილემ გამოთქვა ინტერესი ფორმატში საქართველოს მონაწილეობაზე, შესაბამისად, თბილისისთვის კარი ყოველთვის ღია რჩება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანამ, მათ შორის, რუსეთმაც ერთხმად გამოხატეს ინტერესი ამ ფორმატში თბილისის მონაწილეობაზე.

„პლატფორმის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის კარი ყოველთვის ღია რჩება“, – თქვა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები