დავით თარხან-მოურავი: შეხვედრაზე ტერმინი „შერიგება“ საერთოდ არ იყო გამოყენებული და პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს მისი ტერმინი არ არის

“პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილსა და ამნისტიაზე საუბარი არ ყოფილა”, – ამის შესახებ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხები განიხილეს.

„საუბარი იყო შეთანხმებასა და ამ შეთანხმების ორ ძირითად შემადგენელზე – ერთი შემადგენელი არის მართლმსაჯულება, მეორე შემადგენელია სამართლიანი არჩევნები. ტერმინი „შერიგება“ საერთოდ არ იყო გამოყენებული და პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს მისი ტერმინი არ არის. ჩვენთვისაც გაუგებარია ვინ უნდა შეურიგდეს და ვის უნდა შეურიგდეს და რატომ. მართლმსაჯულება ნიშნავს იმას, რომ ის უნდა აღსრულდეს და სამართლიანი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ერთ-ერთი პუნქტი რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ეს იყო საყოველთაო და სავალდებულო არჩევნები. აი ამაზე ვისაუბრეთ, გამოსავალი არის სწორედ ის, რომ ასეთი შეთანხმება შედგეს, დაინიშნოს და უახლოეს პერიოდში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, სწორედ იმ პრინციპებზე აგებულია რაც ვთქვი“, – განაცხადა თარხან-მოურავმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები