ბექა დავითულიანი: შერიგებისა და ეროვნული თანხმობის იმედი გამაჩნია, მაგრამ არა – მიხეილ სააკაშვილსა და მის თანამზრახველებთან

“თან შიმშილობა და თან მოლაპარაკებების წარმართვა სწორედ იმ მიზანზე მიუთითებს, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” შერიგების საფარქვეშ გააჩნია – რამენაირად, მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აარიდოს, რაც ვერ მოხდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ოპოზიციური პარტიის მიერ გამოცხადებულ, “მასობრივი შიმშილობის აქციაზე” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობა” იმდენად აგრესიულია, რომ მასთან რაიმე კონსტრუქციულობაზე საუბარი შეუძლებელია.

“თან შიმშილობა და თან მოლაპარაკებების წარმართვა, სწორედ იმ მიზანზე მიუთითებს, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” შერიგების საფარქვეშ გააჩნია – შერიგებას იყენებენ მხოლოდ იმისთვის, რომ რამენაირად, მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აარიდოს, რაც ვერ მოხდება. ეს არ გამოვა – ეს არის ერთმანეთის მოტყუება და თვალებში ნაცრის შეყრა. შერიგებისა და ეროვნული თანხმობის იმედი გამაჩნია, მაგრამ არა – მიხეილ სააკაშვილსა და მის თანამზრახველებთან”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები