ნანა გაბელია – „უნდა ავიცრათ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისა და თითოეული ადამიანისთვის“

„ომიკრონი” საქართველოში უკვე გამოვლინდა. სწორედ ამიტომ, ანტირეკორდული ჯაჭვის გასაწყვეტად, ერთადერთი გამოსავალი  ვაქცინაციაა“, – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ნანა გაბელია აცრის აუცილებლობაზე საუბრობს.

გაბელია საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში გააქტიურებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა და, რაც მთავარია, ყველაზე ეფექტიანი იარაღია პანდემიის დასამარცხებლად

„ორი წელია, მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობას ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ამძიმებს. ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი ათასებს სცდება, ახალი შტამები და მათი გავრცელება კი სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. „ომიკრონი” საქართველოში უკვე გამოვლინდა. სწორედ ამიტომ, ანტირეკორდული ჯაჭვის გასაწყვეტად, ერთადერთი გამოსავალი  ვაქცინაციაა. უნდა ვეცადოთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. არიან ადამიანები, რომლებსაც ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ და ყოველთვის ვცდილობ, მათ მივაწოდო ის ინფორმაციები, რაც თავად მივიღე დღემდე არსებულ კვლევებზე დაყრდნობით.
ამიტომ ვფიქრობ, არგუმენტებულად შემიძლია, დავარწმუნო ყველა, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა და რაც მთავარია, ყველაზე ეფექტიანი იარაღია პანდემიის დასამარცხებლად. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, სხვა გამოსავალი რეალურად არ არსებობს.
პირადად მე აცრილი ვარ ორი დოზით, ცოტა ხანში მიწევს „ბუსტერის“ გაკეთებაც და, რა თქმა უნდა, გავიკეთებ, ჩემი აზრით, ეპიდვითარებას პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის განვითარებასთან, ეს პროცესი აფერხებს ქვეყანას. სხვა სოციალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საქმეს. უნდა ავიცრათ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისა და თითოეული ადამიანისთვის. #აფხაზეთისმთავრობა #ავიცრათერთმანეთისთვის “, – ამბობს ნანა გაბელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები