საქართველოში კორონავირუსის 1 976 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 076 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 976 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 076 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 029 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 654, „პისიარ“-ტესტით – 18 375.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,59%, ბოლო 14 დღის –6,26%, ბოლო 7 დღის – 5,64%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 920 617 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 876 254 გამოჯანმრთელდა, 13 367 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 441 614 აცრა, დღიურად აცრილია 11 456.

კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 195 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 980 პირი.

ამასთან, 23 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 767 პაციენტი, გარდაიცვალა 68.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები