“ბუსტერ” დოზის გაკეთების ვადა, ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, სამ თვემდე მცირდება

“ბუსტერ” დოზის გაკეთების ვადა, ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, სამ თვემდე მცირდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, გადაწყვეტილება ორშაბათიდან შევა ძალაში.

„დღეს საბჭომ გაუწია რეკომენდაცია “ბუსტერ” დოზის ჩატარების შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის. პროცესი შესაძლებელია, რომ ძალიან მალე აქტიურად დაიწყოს. გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება, მეორე დოზის შემდეგ მოსახლეობამ “ბუსტერ” დოზა გაიკეთოს “, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები