“ლეიბორისტული პარტია” საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე ტარიფის მატებას აპროტესტებს
“ლეიბორისტული პარტია” საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე ტარიფის მატებას აპროტესტებს.
აღნიშნულზე პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
,,ეს არის თბილისელებისთვის სულში ჩაფურთხება და ღატაკი ხალხის საბოლოოდ გაწირვა. მივმართავ რეჟიმს, მის მეთაურებს და კონკრეტულად მერ კალაძეს, ან სასწრაფოდ უკან წაიღებთ დანაშაულებრივ განზრახვას, ან მთელ თბილისს მოვუწოდებ, გამოვიდეთ და დავდგეთ ქუჩაში. დავიწყოთ საუბნო საპროტესტო კომიტეტების შექმნა”, – შალვა ნათელაშვილმა.