გია ვოლსკი: მოლაპარაკებებს პერსპექტივა არ ექნება, თუ ვერ ავცდით საკითხებს, სააკაშვილი ციხიდან გამოვა თუ არ გამოვა, შეჭამს თუ არ შეჭამს

„პერსპექტიული იქნება, თუკი პოლიტიკური სუბიექტები კონკრეტულად განსაზღვრავენ მიზანს, გეგმასა და ამოცანას, ემსახურონ საზოგადოებას”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტის ინიციატივით ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მიზანი დესტრუქციაა, მოლაპარაკებები პერსპექტიული ვერ იქნება.

„პერსპექტიული იქნება, თუკი პოლიტიკური სუბიექტები კონკრეტულად განსაზღვრავენ მიზანს, გეგმასა და ამოცანას, ემსახურონ საზოგადოებას. თუ ეს ამოცანა არ არსებობს და ამოცანაა, დესტრუქცია და დესტაბილიზაცია, მაშინ გინდ პრეზიდენტი ჩაერთოს და გინდ მსოფლიოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ამას ვერ მივაღწევთ. მთავარი უნდა იყოს არა სიტყვა „შერიგება“, არამედ პოლიტიკური ცხოვრების ისეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა, როდესაც კამათია საკითხებზე და არა იმაზე, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვა თუ არ გამოვა, შეჭამს თუ არ შეჭამს, ავად არის თუ ნაკლებად ავად არის. ჩვენ ამ საკითხს ვერ ავცდით. რასაკვირველია, თუ ვერ ავცდით, პერსპექტივა ამ მოლაპარაკებებს და ფორმატს არ ექნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები