გიგა ბოკერია: მოვედით, რომ მოვუსმინოთ პრეზიდენტს, რამე ხომ არ არის ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით ან ვერ ვხედავთ

“ამ მომენტისთვის ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, საფუძვლის გარეშე ოპტიმიზმის გამოჩენა არასწორია.

„ამ მომენტში ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. მოვუწოდებდი ყველას, რომ ტყუილად ოპტიმიზმი, სანამ ამის საფუძველი არ გამოჩნდება, არ გამოხატონ იმიტომ, რომ ეს მერე გამოყენებულია სამთავრობო პროპაგანდის მხრიდან, რასაც უკვე ვხედავთ, როგორც მათი ძალის დემონსტრირება და პირიქით, ოპონენტების მხრიდან უძლურების დემონსტრირება. თუ ვცდებით და მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ არსებობს წინაპირობები, კარგი იქნება და გაგვიხარდება, ოღონდ ამ მომენტისთვის ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს. მადლობელი ვართ მოწვევისთვის, მოვედით, რომ მოვუსმინოთ პრეზიდენტს, რამე ხომ არ არის ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით ან ვერ ვხედავთ. რაც ვიცით, იმაზე დაყრდნობით ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს”, – განაცხადა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები