ზურაბ ქადაგიძე: აქამდე მოქმედი რეგულაციით ადამიანს დღეში ორჯერ, რომ ემგზავრა იხდიდა წელიწადში მინიმუმ 365 ლარს, – ცვლილებების შემდეგ, წლიური ულიმიტო აბონემენტი გახდა 250 ლარი

,,დღეს გამოვეხმაურე მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხს და არ მეგონა, თუ დამატებითი განმარტებების გაკეთება დამჭირდებოდა. თბილისის მერიის მხრიდან გავრცელდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია, თუ რას ეხებოდა მუნიციპალური ტრანსპორტის სააბონემენტო ერთიანი სისტემის ამოქმედება,’’ – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მუნიციპალური ტრანსპორტის გადახდის ერთიანი სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

როგორც ქადაგიძე წერს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ და შეღავათიანი ტარიფით კვლავ ისარგებლებენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფები.

,,დღეს გამოვეხმაურე მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხს და არ მეგონა, თუ დამატებითი განმარტებების გაკეთება დამჭირდებოდა. თბილისის მერიის მხრიდან გავრცელდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია, თუ რას ეხებოდა მუნიციპალური ტრანსპორტის სააბონემენტო ერთიანი სისტემის ამოქმედება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ და შეღავათიანი ტარიფით კვლავ ისარგებლებენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფები. ამ მხრივ არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ მოქალაქეები უფრო მოქნილი და თანამედროვე გადახდის სისტემით იმგზავრებენ. დამატებით განვმარტავ, რომ აქამდე მოქმედი რეგულაციით, ადამიანს დღეში ორჯერ რომ ემგზავრა, ერთ დღეში იხდიდა მინიმუმ ერთ ლარს, ანუ წელიწადში მინიმუმ 365 ლარს. ცვლილებების შემდეგ, წლიური ულიმიტო აბონემენტი გახდა 250 ლარი. ანუ დღეში ათჯერ რომ იმგზავროს ადამიანმა მაგალითად მეტროთი, ან ავტობუსით, დაუჯდება 250 ლარი. P.S ეს არის ფაქტი და თუ გვინდა,რომ დღიური,კვირეული ან ჩვენეული მათემატიკით განვსაზღვროთ ჩვენი პრობლემაა და როგორი სისტემაც არ უნდა შემოგვთავაზონ არ მოგვეწონება,’’ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები