ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშების წესი შეიცვლება
პარლამენტმა, საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილა და 79 მომხრით, ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა კანონპროექტს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებს თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
პარლამენტის ინფორმაციით, ხუთი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა და ირაკლი (დაჩი) ბერაია. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშების წესის ცვლილებას ითვალისწინებს. პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა.