ვერტყვიჭალაში, სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში, სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ადგილობრივია.
მისივე ინფორმაციით, კონსტრუქციის ნანგრევებიდან გამოყვანილი 6 ადამიანი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა დაზიანებით კლინიკებში გადაიყვანეს.

“დიახ, გიდასტურებთ, გარდაცვლილია ერთი ადგილობრივი,დაშავებულია ექვსი პირი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალიტები და შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გახდა კონსტრუქციის ჩამონგრევის მიზეზი”, – ამბობს ხარაგაულის მერი.

ლურსმანაშვილის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება და არ არის გამორიცხული, ნანგრევებში კიდევ იყვნენ სხვა თანამშრომლები.

შეგახსენებთ, დღეს ხარაგაულში, სოფელ ვერტყვიჭალაში სამშენებლო კონსტრუქცია დილით ჩამოინგრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები