გია ვოლსკი: მუდმივი პროცესია, როცა ქვეყნის შერყევას ცდილობს ერთი მხარე და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამას მხარს უჭერს, რაც დრო გადის, ეს ნაწილი უფრო მცირდება

“მუდმივი პროცესია, როცა ქვეყნის შერყევას ცდილობს ერთი მხარე და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამას მხარს უჭერს, რაც დრო გადის, ეს ნაწილი უფრო მცირე ხდება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მასობრივი შიმშილობის აქციის გამოცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” სტაბილურობაზე არ ფიქრობს.

„ჩვენმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ მუდმივად იქნება დესტაბილიზაციის საფრთხე, თუმცა, ვფიქრობ, საზოგადოება მნიშვნელოვნად გაიზარდა, გადაასწრო ინტელექტით „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს. ეს მუდმივი პროცესია, როცა ქვეყნის შერყევას ცდილობს ერთი მხარე და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამას მხარს უჭერს, რაც დრო გადის ეს ნაწილი უფრო მცირე ხდება, რადგან აშკარაა „ნაცმოძრაობა“ არათუ შერიგებაზე, სტაბილურობაზე ფიქრობს, არამედ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ წასვლას არ გადაწყვეტს არასდროს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები