ლევან იოსელიანი: შიმშილობა დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან და ამ ფორმას არ ვემხრობი

 

“შიმშილობა დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან და ამ ფორმას არ ვემხრობი. დიდი ხანია, ევროპაში შიმშილობის ფორმას აღარ იყენებენ”, – ასე გამოეხმაურა “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი მასობრივი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ვიღაცის შიმშილობის გამო ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლება შეუძლებელია.

“შიმშილობა დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან და ამ ფორმას არ ვემხრობი. დიდი ხანია, ევროპაში შიმშილობის ფორმას აღარ იყენებენ და პროტესტის გამოსახატად ბევრი სხვა ფორმა არის გამოგონილიც და მიღებულიც. რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მიმაჩნია, რომ ამ ფორმის გამოყენება სწორი არ არის, მაგრამ ეს მათი უფლებაა და კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა, პასუხისმგებლობა მათზეა, ამ შიმშილობას რა შეიძლება, მოჰყვეს. შიმშილობა ისეთი მოთხოვნებით გამიგია, რაც უფლებრივ მდგომარეობას აუმჯობესებს, მაგრამ დამოკიდებულება, გახსენით კარი და გამოუშვით კაცი ციხიდან, ასეთი შიმშილობა არ გამიგია. შეუძლებელია, ვიღაცის შიმშილობის გამო ადამიანი ციხიდან გამოუშვან“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები