გია აბაშიძე: სააკაშვილის ოჯახის ჯიბეზე დამოკიდებულ მარიონეტებს ჰგონიათ, რომ რაიმე შედეგს მიაღწევენ? 

„ჯობია, ობიექტურ რეალობას გაუსწორონ თვალი – სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ვეღარასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში. დიდი ხანია საქართველოს საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გადაწყვიტა ასე და სექტის ნანატრი საგარეო მხარდაჭერაც საერთოდ გამქრალია რადარებიდან,“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის დაწყების თაობაზე და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს

ანალიტიკოსი ქრონოლოგიურად აღწერს განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნავს, რომ უნდა შეეგუონ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე, ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ, საპროტესტო შიმშილობის აქციას, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დე ფაქტო თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ მცირერიცხოვან აქციაზე. მანამდე Postv-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა დედის, გიული ალასანიას მეშვეობით „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოუთვალა, რომ პარტიის წევრებმა სასწრაფოდ დაიწყონ მისი გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა. ტელეკომპანიის ცნობით, სააკაშვილი იმუქრება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში “ნაცმოძრაობასა“ და ტელევიზიებს დაფინანსებას შეუჩერებს. უფრო მანამდე “კაგებეშნიკმა” თემურ ალასანიამ დისშვილის სექტა საჯაროდ დაამუნათა და მოუწოდა შეუძლებელი აქტივობა. თავად კი ისარგებლა აშშ-ის მოქალაქეობით და ლაჩრულად გაექცა პროკურატურას, რომელსაც შეკითხვები აქვთ მის თაღლითურ წარსულზე საქართველოში. სააკაშვილის ოჯახის ჯიბეზე დამოკიდებულ მარიონეტებს ჰგონიათ რომ რაიმე შედეგს მიაღწევენ? გასაგებია, რომ სექტის ბელადი სრულიად არაადეკვატურია, მაგრამ ნუთუ მის პარტიაში დარჩენილ პოლიტიკოსებს (პოლიტიკანები & ჯამბაზები უხვად ჰყავთ) აქვთ მოლოდინი, რომ მიშას ლიდერობით რაიმე შედეგს მიაღწევენ? ჯობია, ობიექტურ რეალობას გაუსწორონ თვალი – სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ვეღარასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში. დიდი ხანია საქართველოს საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გადაწყვიტა ასე და სექტის ნანატრი საგარეო მხარდაჭერაც საერთოდ გამქრალია რადარებიდან. შორსმჭვრეტელი, პრაგმატული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნაცსექტის მიღმა უნდა ხედავდეს საკუთარ მომავალს! ჩეკისტი, ფულის მრეცხავი, თაღლითი თემურ ალასანიას “ნახლებნიკობაც” წარსულს ჩაბარდა,“- წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები