მაია ბითაძემ კერძო და საჯარო სექტორების სადისკუსიო ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო კერძო და საჯარო სექტორების სადისკუსიო შეხვედრაში, საქართველოში კლიმატის /მწვანე დაფინანსების საკითხებზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრა ორგანიზებული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის და მისი დონორი ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თნამშრომლობით.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), კლიმატის დაფინანსების თემაზე საქართველოს ბაზრის ახლად დასრულებული კვლევა წარადგენა, რაც საფუძვლად დაედო სადისკუსიოდ პრიორიტეტული საკითხების გამოვლენას და მათ ირგვლივ მსჯელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსპორტისა და მშენებლობის სექტორებს. შეხვედრაზე გამოიკვეთა პრიორიტეტები და განისაზღვრა ერთობლივი მუშაობის შემდგომი ნაბიჯები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ შეიკრიბნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რათა უფრო ეფექტურად დავგეგმოთ სამომავლო გეგმები. თანამშრომლობა რომელსაც გვთავაზობს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ისევე როგორც ჩვენი სხვა პარტნიორი ორგანიზაციები, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ევროდირექტივების ტრანსპოზიციის აქტიურ ფაზაში ვიმყოფებით. სწორედ ამ პერიოდში არის საჭირო კერძო სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ მათ მოახდინონ ეფექტური ადაპტირება არსებული და მისაღები კანონმდებლობების შესაბამისად.

მე ვიმედოვნებ, რომ ის სამომავლო გეგმები, რაც ჩვენ ერთობლივად გვაქვს მწვანე ეკონომიკასთან, დეკარბონიზაციასთან, მწვანე ზრდასთან დაკავშირებით და ზოგადად მდგრადი განვითარების კონტექსტში, მოგვცემს საშუალებას, რომ ბევრად მეტი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ ძალიან მოკლე პერიოდში“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები